ქობულეთში მამაკაცი, რომელიც კორპუსში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, დაიღუპა
ქობულეთში, მამაკაცი, რომელიც კორპუსში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, დაიღუპა.
მამაკაცი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა რა დროსაც სახურავზე ფეხი მოუცურდა და სიმაღლიდან ჩამოვარდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.