გიორგი სოსიაშვილი – საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს – ეს არის აგენტურული ძალა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მათზე არ არის დამოკიდებული, მათ არ აქვთ საკუთარი ნება და სურვილი, ამიტომ, დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას

„საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს და სამწუხაროა რომ არ არსებობს. ეს არის აგენტურული ძალა და აგენტურულ ძალას ერთიანი პირი არასდროს ჰქონია“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ეს მათზე არ არის დამოკიდებული.

მისივე თქმით, რასაც თავიანთი პატრონები დაავალებენ იმას გააკეთებენ.

„ისინი ერთიანდებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პატრონების, საკუთარი მფლობელების მითითებებით იმიტომ, რომ ისინი იქიდან ფინანსდებიან და რასაც თავიანთი მფლობელები ეტყვიან და უკარნახებენ ამას მოქმედებენ. შესაბამისად, პარლამენტში შესვლა არ შესვლა, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თუ არ მონაწილეობა მათზე არ არის დამოკიდებული, მათ არ აქვთ საკუთარი ნება და სურვილი. ისინი არიან დაგეშილები ქართველი ხალხის მიმართ. რასაც ჩასძახებენ თავიანთი პატრონები იმას გააკეთებენ და მათი დაშლა ან გაერთიანება არის ხელოვნური პროცესი იმიტომ, რომ ესენი ისედაც დაშლილები არიან. ისინი დაშალა ქართველმა ხალხმა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო. ვეღარასდროს ეს ადამიანები ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და მეტი დაშლა რა გინდა, როცა ქართველმა ხალხმა ესენი ერთხელ და სამუდამოდ მოისროლა ისტორიულ სანაგვეზე. ამიტომ დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებ ესენი ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, მიიღებენ მონაწილეობას თუ არ მიიღებენ იმიტომ, რომ ესენი არიან სამარცხვინო ძალები და ჩვენი ხალხის სირცხვილი. შეიძლება ეთნიკურად ქართველები არიან, მაგრამ მენტალურად ესენი არიან ქართველ ხალხზე დაგეშილი უცხოელი აგენტურის წარმომადგენლები, რომელსაც მართავს ეს გარე ძალა“- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები