ტრამპმა კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ფაილების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა.
როგორც CNN-ი იუწყება, მასალებს შორის წარმოდგენილი იქნება დაურედაქტირებელი სოციალური დაზღვევის ნომრებიც.
„მე არ მინდოდა რაიმეს წაშლა… ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც იტყვის: „რატომ წაშალე? არის რაღაც მანდ“, – თქვა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში.
მედიის ცნობით, ეროვნული არქივის ვებგვერდზე 2000-ზე მეტი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია. კენედის მკვლელობის მკვლევრები ახლა ამ დოკუმენტების შესწავლას დაიწყებენ.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, გამოქვეყნებულ დოკუმენტებში რაიმე სენსაციურს ვერაფერს ამოიკითხავენ.
„ჩვენ დასამალი ნამდვილად არაფერი გვაქვს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.