ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის, დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს გუნდს დიდი ხანია, ჰქონდა მსჯელობა. ვმსჯელობდით სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ბრძოლა იმ მძიმე სენთან, რომელსაც ნარკოდამოკიდებულება და, ზოგადად, ნარკომანია ჰქვია. დღეს საკანონმდებლო ცვლილებების სახით წარმოგიდგენთ ერთ ნაწილს, რომლის მთავარი მიზანია ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლებთან, ნარკოტიკების გამყიდველებთან. ამავდროულად, მთელი რიგი ცვლილები არის გათვალისწინებული ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით“, – განმარტა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები