პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ის წერს, სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.
“სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ:
სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.
საქართველოში შემოპარვამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა გირგვლიანის მკვლელობის და გელაშვილის ცემის საქმეებზე”, – წერს პაპუაშვილი.