“არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელი გაითქვეს დესტრუქციითა და დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობებით” – გია ვოლსკი

“არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელი გაითქვეს დესტრუქციითა და დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობებით, რაც რასაკვირველია, კიდევ ორმაგ პასუხისმგებლობას ადებს სახელმწიფოს იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილდეს ქვეყანას, გაუფრთხილდეს სტაბილურობას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.

“ამ შემთხვევაში, როცა საგანგებო მნიშვნელობის საკითხები უნდა იქნეს გადაწყვეტილი, არ უნდა იყოს ისეთი სტრუქტურების ჩართვა, რომელიც არავის აურჩევია და არც საზოგადოებას აქვს ის ინტერესი, რომ იყოს აუცილებლობა მათი მონაწილეობის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები