თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: მათ იციან, რომ ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანა მეტად ვეღარ მოხერხდება

“მათ იციან, რომ დამარცხდებიან. მათ იციან, რომ ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანა მეტად ვეღარ მოხერხდება, თითქოს ისინი დამოუკიდებელი, ცალ-ცალკე ორგანიზაციები არიან, რომლებიც თვითონ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს,” – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ რეალურად, 4 ნაწილად გაყოფილი ოპოზიცია ერთი – “გლობალური, აგენტურული ქსელის” შემადგენელი ნაწილია.

“ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ეს არის იმ გლობალური ქსელის ადგილობრივი ფილიალები, რომელთაც საერთო პატრონი ჰყავს. დაინახა უკვე ქართველმა ხალხმა, რომ ეს იყო მოჩვენებითი გაყოფა ოთხ ნაწილად, ერთი – გლობალური, აგენტურული ქსელისა,” – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები