დავით მათიკაშვილი: როდესაც პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ამ პარტიას ეშინიათ საზოგადოების წინაშე წარდგენის

“როდესაც პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ამ პარტიას ეშინიათ საზოგადოების წინაშე წარდგენის იმ რეიტინგული მოცემულობიდან და დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, რაც მანაც ძალიან კარგად იცის, რომ საზოგადოებაში აქვს,” – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია “გარე ძალების” დავალებების მიხედვით მოქმედებს და არაა გამორიცხული, მათი გადაწყვეტილება შეიცვალოს კიდეც.

“ისინი არ არიან დამოუკიდებელნი საკუთარ გადაწყვეტილებებში, იღებენ დირექტივებს სხვებისგან, ძირითადად, ქვეყნის ფარგლებს გარედან. ხვალ და ზეგ, თუ ისინი შეიცვლიან პოზიციას, ვითომ პრინციპულ გადაწყვეტილებას და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ამაშიც გასაკვირი არაფერი არ იქნება,” – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები