“დიფ სთეითის“ წარმომადგენლები „რესპუბლიკურ პარტიაშიც“ არიან და კონგრესში წარმომადგენლები ჰყავთ, ამიტომ არის რთული ტრამპის მხრიდან „დიფ სთეითთან“ ბრძოლა” – შარმანაშვილი

“ჯიმ შაჰინი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, სამწუხაროდ, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები „რესპუბლიკურ პარტიაში“ არ არიან და კონგრესში წარმომადგენლები არ ჰყავთ, რა თქმა უნდა, ჰყავთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კონგრესში დონალდ ტრამპის ბოლო გამოსვლას რა გამოხმაურება ჰქონდა, ყველამ იცის.

“ჯიმ შაჰინი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. სამწუხაროდ, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები „რესპუბლიკურ პარტიაში“ არ არიან და კონგრესში წარმომადგენლები არ ჰყავთ, რა თქმა უნდა, ჰყავთ. დონალდ ტრამპის მხრიდან „დიფ სთეითთან“ ბრძოლა სწორედ ამიტომ არის რთული. ეს უდიდესი და ურთულესი ბრძოლაა. იმედია, ის ამ ბრძოლის გაგრძელებას და დასრულებას წარმატებით შეძლებს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა, ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „მეგობარი აქტი“ წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები