პაატა სალია: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, დამერწმუნეთ, საქართველო აუცილებლად იპოვის ისეთ გამოსავალს, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო იქნება

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, დამერწმუნეთ, საქართველო აუცილებლად იპოვის ისეთ გამოსავალს, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო იქნება,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას თქვა.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რას იტყვის დღეს მამუკა ხაზარაძე, აბსოლუტურად უმნიშვნელოა. ეს არის მისი სურვილი და კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი, გარე ძალების, სხვა ქვეყნის ინტერესია, ვიდრე საქართველოსი.

დამერწმუნეთ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველო აუცილებლად იპოვის ისეთ გამოსავალს, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო იქნება“, – განაცხადა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები