პაატა სალია: ამ ძალებს აღარ დარჩათ სხვა არანაირი რესურსი გარდა იმისა, რომ ირბინონ საერთაშორისო ორგანიზაციების კორიდორებში, გამოიჭირონ სხვადასხვა დეპუტატები და საქართველოზე ცუდი ათქმევინონ

„რადიკალურ ოპოზიციას აღარ დარჩა სხვა არანაირი რესურსი გარდა იმისა, რომ ირბინოს საერთაშორისო ორგანიზაციების კორიდორებში, გამოიჭიროს სხვადასხვა დეპუტატები და საქართველოზე ცუდი ათქმევინოს,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ ძალებს აღარ დარჩათ სხვა არანაირი რესურსი გარდა იმისა, რომ ირბინონ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კორიდორებში, გამოიჭირონ სხვადასხვა დეპუტატები და სთხოვონ მათ, რომ როგორმე საქართველოზე ცუდი ათქმევინონ. ეს არის მათი ამოცანა. ახლაც ვნახეთ, რომ წასულები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნებში და იქიდან მოდის რაღაც გაურკვეველი სანქციები“,- განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები