ვლადიმერ ბოჟაძე: ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ერთი ერთზე დაემთხვა ცესკოს წინასწარ მონაცემებს და მერე უკვე არჩევნების საბოლოო შედეგებს
„ISFED-მა დამატებით რა დროც არ უნდა მოითხოვოს, საბოლოო ჯამში, მას მაინც მოუწევს პროკურატურისთვის მასალების გადაცემა,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს უკვე 4 თვეა არ ასაჯაროებს.
„ISFED-მა დამატებით რა დროც არ უნდა მოითხოვოს, საბოლოო ჯამში, მას მაინც მოუწევს პროკურატურისთვის მასალების გადაცემა. თუმცა, ჩვენ ვიცით მთავარი პასუხი, რომელიც ISFED-მა ჯერ კიდევ 26 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ მათი პარალელური დათვლა ერთი ერთზე დაემთხვა ცესკოს წინასწარ მონაცემებს და მერე უკვე არჩევნების საბოლოო შედეგებს. ამითაც დასტურდება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და სწორედ ამიტომაც აგერ უკვე 4 თვეა, ISFED-ი არ ასაჯაროებს პარალელური დათვლის შედეგებს“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ISFED-ი ე.წ. პივიტის დოკუმენტებს ისევ არ ასაჯაროებს და არჩევნების ე.წ. გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურისთვის მტკიცებულების წარდგენისთვის დროს ითხოვს.