გიორგი სოსიაშვილი ISFED-ზე: როგორ შეიძლება ათასობით ხმების გაყალბებაზე ისაუბრო მთელი ამ ხნის მანძილზე და არანაირი სამხილი არ წარმოადგინო

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა,“ – ამის შესახებ  ISFED-ზე საუბრისას „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  გაუგებარია, როგორ შეიძლება ათასობით ხმების გაყალბებაზე ისაუბრო და არანაირი სამხილი არ წარადგინო.

„როგორ შეიძლება ათასობით ხმების გაყალბებაზე ისაუბრო მთელი ამ ხნის მანძილზე და არანაირი სამხილი არ წარმოადგინო. ეს იყო საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, მოტყუება, რომ რაღაც გარკვეული შუღლი ჩაეთესათ, რაღაც ტემპერატურა აეწიათ, თუმცა ძალიან კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“, – განაცხადა სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, ISFED-ი პივიტის დოკუმენტებს ისევ არ ასაჯაროებს და პროკურატურისთვის წარსადგენ მტკიცებულებებზე დროს ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები