პაატა სალია ISFED-ზე: თავიდან განაცხადეს თანხმობა, რომ პროკურატურას მიაწვდიდნენ მასალებს და დღეს ცდილობენ, გააჭიანურონ დრო – ვვარაუდობ, რომ რაღაცების შეცვლას ისევ ცდილობენ
„ვვარაუდობ, რომ შედეგებში ისევ რაღაცების შეცვლას, ჩასწორებას, გაყალბებას ცდილობდნენ,“ – ამის შესახებ ISFED-ზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რადგან ISFED-მა 2020 წლის არჩევნების დროს ერთხელ უკვე გააყალბა შედეგები, ახლაც არ არის მათგან რაიმე გამორიცხული.
„თავიდან განაცხადეს თანხმობა, რომ პროკურატურას მიაწვდიდნენ მასალებს და დღეს ცდილობენ, გააჭიანურონ დრო. ვვარაუდობ, რომ რაღაცების შეცვლას, ჩასწორებას, გაყალბებას ისევ ცდილობდნენ, რადგან 2020 წლის არჩევნების დროს, ერთხელ როდესაც გააყალბეს შედეგები, ახლაც არ არის მათგან რაიმე გამორიცხული. არ იქნება გასაკვირი, რომ შედეგები გააყალბონ“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ცნობისთვის, ISFED-ი პივიტის დოკუმენტებს ისევ არ ასაჯაროებს და პროკურატურისთვის წარსადგენ მტკიცებულებებზე დროს ითხოვს.