ვლადიმერ ბოჟაძე: თვითმმართველობის არჩევნებზეც რომ განმეორდება იგივე შედეგები, რაც იყო 26 ოქტომბერს, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა
„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც რომ განმეორდება იგივე შედეგები, რაც იყო 26 ოქტომბერს, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და სწორედ ამიტომაც არ უნდა ოპოზიციას, მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენც და მათაც, საშუალება წარვდგეთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ვთხოვოთ მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ გადაწყვიტოს ამომრჩეველმა, ვის, რა ტიპის მხარდაჭერა აქვს საქართველოში – ვის უნდა ანდოს ადგილობრივი ხელისუფლება ახლა, ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა. იქაც რომ განმეორდება იგივე შედეგები, რაც იყო 26 ოქტომბერს, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებულა და სწორედ ამიტომაც არ უნდა ოპოზიციას, მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.