ვატო შაქარიშვილი: ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა მოხდეს ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება

,,ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა მოხდეს ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი პირები, რომლებიც აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა მიეცნენ პასუხისგებაში”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი SFED-ზე საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, ისინი არ აწვდიან საქართველოს გენერალურ პროკურატურას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს, რაც გარკვეულ ეჭვებს აღრმავებს.

„რაც შეეხება დონორებს, აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მათ პირდაპირ კრიმინალური ორგანიზაციები უწოდა. შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა მოხდეს ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი პირები, რომლებიც აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.

სამწუხაროდ, ეს არ მოხდა 2020 წელს, როდესაც მათ დადასტურებულად გააყალბეს ე.წ. პივიტი. დღეს ვხედავთ, რომ ისინი მალავენ, არ აწვდიან საქართველოს გენერალურ პროკურატურას უკვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ ესეც უნდა ყოფილიყო გამოყენებული მორიგი რევოლუციური მცდელობისთვის“, – განაცხადა შაქარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები