ვოლსკი – ლაშა ტალახაძის დასანქცირებაზე: არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიული სუბიექტები ჩართულები არიან იმაში, რასაც აჟღერებს და რის რეალიზაციას ახდენს ბალტიისპირეთის ქვეყნების ჯგუფი
“არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიული სუბიექტები ჩართულები არიან იმაში, რასაც აჟღერებს და რის რეალიზაციას ახდენს ბალტიისპირეთის ქვეყნების ჯგუფი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრის, ლაშა ტალახაძის სანქცირების საკითხს გამოეხმაურა.
„არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიული სუბიექტები ჩართულები არიან იმაში, რასაც აჟღერებს და რის რეალიზაციას ახდენს ბალტიისპირეთის ქვეყნების ეს ჯგუფი. აქ უნდა გამოვყოთ ორი მთავარი მიმართულება. ერთი, რომ ესენი ფიქრობენ, ამ ქვეყნებისთვის უმჯობესია, რომ ცეცხლი სხვაგან ენთოს და დაძაბულობა სხვაგან იყოს, რეალურად, რუსეთის აგრესიული ძალა პოტენციურად სხვა მიმართულებით იყოს განვითარებული პერსპექტივაში და მეორე, რეალურად სწორედ ესენი არიან ლიდერები იმ პოლიტიკისა, რასაც ჰქვია მცდელობა, შეცვალონ სახელმწიფოში ხელისუფლება. მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც იმ პოლიტიკას განახორციელებს, რომელიც ევრობიუროკრატიას სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.