ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
დღევანდელ სხდომას თავად მზია ამაღლობელიც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.