პროკურორი: ბაჩიაშვილს ჩამორთმეული აქვს პასპორტი, აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის – გამოძიება დაიწყება

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებას შესწავლა სჭირდება.

მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება დაიწყება.

„გიორგი ბაჩიაშვილს ნამდვილად ჩამორთმეული აქვს პასპორტი. აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის. ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად დაიწყება გამოძიება.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ესეც საჭიროებს შეფასებას და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ როგორ და რანაირი სამართლებრივი რეაგირება და შეფასება გვექნება“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ბაჩიაშვილის თქმით, მისი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები