მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: შენი ქვეყნის ღირსეულ შვილს ასანქცირებს უცხო ქვეყნის ჩინოვნიკი ყოვლად უსაფუძვლოდ და საქართველოდან კონკრეტული ახალგაზრდა ადამიანი ტაშის კვრით და მადლობებით ეგებება ამ საკითხს

„შენი ქვეყნის ღირსეულ შვილს ასანქცირებს უცხო ქვეყნის ჩინოვნიკი ყოვლად უსაფუძვლოდ და საქართველოდან კონკრეტული ახალგაზრდა ადამიანი ტაშის კვრით და მადლობებით ეგებება ამ საკითხს, რომელიც, რა თქმა უნდა, დამამცირებელია, ეს არის ზღვარს დაბლა დონეზე დაშვება ამ კონკრეტული პიროვნების”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

“ეს კარგად, ნათლად გამოხატავს იმას, თუ რას უშვრება უცხოეთიდან მიღებული გადაწყვეტილებების უპირობოდ აღსრულება რეალურად ადამიანს, ეს არის აგენტურის და აგენტობის ძალიან მძიმე ხვედრი“, – განმარტავს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები