გიორგი ვოლსკი „ფარას“ ანალოგზე: კანონს იღებ იმიტომ, რომ იცოდეს ხალხმა ვინ რა თანხით მანიპულირებს
,,კანონს იღებ იმიტომ, რომ იცოდეს ხალხმა ვინ რა თანხით მანიპულირებს. არის ეს პროგრამები ქვეყნისთვის სასარგებლო თუ არის იქითკენ მიმართული, რომ როგორმე თბილისის ქუჩებში სისხლი დაიღვაროს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ამერიკული „ფარას“ ანალოგის საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული გარე ჩარევებისგან არის გამჭვირვალობა.
„კანონს იღებ იმიტომ, რომ იცოდეს ხალხმა ვინ რა თანხით მანიპულირებს და კონკრეტულად რას აკეთებს. არის ეს პროგრამები ხალხისთვის და ქვეყნისთვის საინტერესო და სასარგებლო თუ არის იქითკენ მიმართული, რომ როგორმე თბილისის ქუჩების სისხლი დაიღვაროს. სამწუხაროდ, მეორე ვერსია არის რეალობა. არა ერთი ადამიანი ჩამოვიდა იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ფინანსდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა პროგრამები იმისათვის, რათა ჩვენთან დესტაბილიზაცია იყოს გამუდმებული და შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს. რა საკვირველია, ერთ-ერთი მთავარი რესურსი არის გამჭვირვალობა იმისათვის, რათა დაუპირისპირდე ასეთი საქციელს შენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.