“სამომავლოდ, მედიაგარემო კიდევ უფრო მეტად იქნება გაჯანსაღებული და გაწმენდილი სხვადასხვა მავნე მინარევისგან“ – თორნიკე ჭეიშვილი

„საპარლამენტო განხილვებისას დაიწყება მსჯელობა იმაზე, რომ მოხდეს ამ საკანონმდებლო აქტის, პროექტის ქართულ რეალობასთან ადაპტირება. საკუთრივ „ფარა“, ეს არის თავისი რეგულირებით საკმაოდ ხისტი ნორმატიული დოკუმენტი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ამერიკული „ფარას“ ანალოგზე საუბრისას განაცხადა.

“მედიის ნაწილში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ აქამდე არსებული მოდელი, რომელიც არსებითად თვითრეგულირებაზე აკეთებდა აქცენტს, არ აღმოჩნდა საკმარისად ეფექტიანი. ჩვენი საზოგადოება ამ მოდელის მოქმედების პირობებში ვერ იყო დაცული, თუნდაც დეზინფორმაციის ძალიან აქტიური ტირაჟირებისგან მთელ რიგ შემთხვევებში, სიძულვილის ენისგან. სამომავლოდ, მედიაგარემო კიდევ უფრო მეტად იქნება გაჯანსაღებული და გაწმენდილი სხვადასხვა მავნე მინარევისგან“, – განმარტა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები