გიორგი სოსიაშვილი: ყველა ხელისუფლების ვალდებულებაა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომ ქვეყანა არ იყოს ჩათრეული რაიმე უბედურებაში
„ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი სოსიაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა ხელისუფლების ვალდებულებაა, საკუთარი ქვეყნის მომავალი დაიცვას. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ეს შეძლო და ქვეყანა უბედურებას აარიდა.
„ჩვენ, ამ პატარა სახელმწიფოს, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ეს ყველაფერი გააკეთა. ყველა ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ არა მხოლოდ განჭვრიტოს თავისი ქვეყნის და ერის მომავალი, არამედ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომ ქვეყანა არ იყოს ჩათრეული რაიმე უბედურებაში“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.