თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც კონკრეტულმა ძალებმა იხილეს ის, რომ საქართველოში ხელისუფლება მოქმედებს ეროვნული ინტერესებით, ბუნებრივია, ამით კმაყოფილები არ დარჩნენ

„როდესაც კონკრეტულმა ძალებმა იხილეს ის, რომ საქართველოში ხელისუფლება მოქმედებს ეროვნული ინტერესებით, ბუნებრივია, ამით კმაყოფილები არ დარჩნენ და ეს კიდევ უფრო კარგად ჩანს დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას.

მისივე თქმით, ეს იყო ცრუ ნარატივი, რასაც გვთავაზობდნენ მაშინ, კონკრეტული პარტნიორები.

„როდესაც კონკრეტულმა ძალებმა იხილეს ის, რომ საქართველოში ხელისუფლება მოქმედებს ეროვნული ინტერესებით, ბუნებრივია, ამით კმაყოფილები არ დარჩნენ და ეს კიდევ უფრო კარგად ჩანს დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის.

ეს იყო ცრუ ნარატივი, რასაც გვთავაზობდნენ მაშინ, კონკრეტული პარტნიორები, თუმცა, რა თქმა უნდა, პარტნიორობა იმასაც გულისხმობს, რომ ის შენი მეგობარი სახელმწიფო ნებსით თუ უნებლიეთ არ ჩაითრიო რაღაც გარკვეულ, მათ შორის, სამხედრო ავანტიურაში“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები