ლევან მაჭავარიანი: „დიფ სთეითს“ კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული ბრიტანეთში – ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის არ ეშინია

„დიფ სთეითს“ კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული ბრიტანეთში – ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და რაზე ასანქცირებენ, იქნებ აგვიხსნან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის არ ეშინია.

„რაზე ასანქცირებენ, იქნებ აგვიხსნან?! ფიზიკურად, ბატონ ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და რას უსანქცირებენ? ესეც ძალიან საინტერესოა. ეს არის ჩვეულებრივად შანტაჟის გაგრძელება და ვერ მიხვდნენ ეტყობა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის არ ეშინია. სამი წლის წინ მას წვდომა შეუჩერეს რამდენიმე მილიარდზე, ეს იყო დე ფაქტო სანქციები. შემდეგ იყო იქ რაღაც ოფიციალური სანქციები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ვერ ადგმევინებენ იმ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მნიშვნელობა არ აქვს, რაზე იმსჯელებენ და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ვერანაირად ვერ შეაცვლევინებენ თავის პოზიციას,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა: „ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები