საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს, ქვეყნიდან გამოაძევებენ

პოლონეთში დაკავებული უცხოელი დამნაშავეების პირველი დეპორტაცია, მათი წარმოშობის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, მარტის პირველ კვირაში გაიმართება,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავებები და შემოწმებები ძალიან მასშტაბურად მიმდინარეობს.

“მე მივიღე დეტალური ინფორმაცია შსს-ს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან უცხოური ბანდების წინააღმდეგ. არაერთი დაკავებულია. ახლა დეპორტაციის დროა.

დეპორტაცია მოითხოვს შეთანხმებას იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც უნდა გაიგზავნონ დაკავებული უცხოელები – კრიმინალები, რომლებმაც იპოვეს პოლონეთში ცხოვრების გზა კანონის დარღვევით”,- აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები