სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილა
გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, სამართალდამცველმა, სტუმრად ყოფნისას, დაზარალებულ მამაკაცს დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება ხელის არეში, – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემდგომში, ავტომანქანაში ბრალდებულმა დაზარალებულს ჩანთა დაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მას სხეულზე დაზიანება მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ გამოძიება აწარმოა. გამოიკითხა დაზარალებული, დაზარალებულის ოჯახის წევრი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, მოპოვებული იქნა ელექტრონული ინფორმაცია და დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც, საქართველოს პროკურატურის დადგენილებით სამართალდამცველს, ბრალდება ძალადობის ორი ეპიზოდისთვის წარედგინა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აგრძელებს.