მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

„ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

მანამდე, რამდენიმე საათის წინ საია-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა იმ დროისთვის, ის ჯერ კიდევ რჩებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მზია ამაღლობელი დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორმა შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები