სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ხვალ ფორუმი – „ადგილობრივი ნებაყოფლობითი ანგარიშის განვითარებისათვის“ გაიმართება
28 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური, Un-Habitat-თან ერთად, გამართავს ფორუმს „ადგილობრივი ნებაყოფლობითი ანგარიშის განვითარებისათვის“ (VLR ფორუმი).
ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გახსნის.