“გამჭვირვალობის რეესტრში არ დაფიქსირდნენ ის მსხვილი და მდიდარი ენჯეოები, რომლებთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი არსებობს“ – ლევან მაჭავარიანი

“ჩვენთან ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, გამჭვირვალობის რეესტრში არ დაფიქსირდნენ ის მსხვილი და მდიდარი ენჯეოები, რომლებთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი არსებობს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ჩვენ რომ მივიღეთ ქართული „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ყველაზე მსუბუქი არის იმ კანონებთან შედარებით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს იგივე – ამერიკაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში და და.ა.შ. აქ ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, გამჭვირვალობის რეესტრში არ დაფიქსირდნენ ის მსხვილი და მდიდარი ენჯეოები, რომლებთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი არსებობს.

აქედან გამომდინარე, ჩვენთან როგორც ვითარდება მოვლენები და ვხედავთ, თუ რამდენად საშიში ყოფილა USAID-დან დაწყებული NED-ით დამთავრებული ასეთი დონორი ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო მკაცრი, ამერიკაში მოქმედი კანონი სიტყვასიტყვით დაგვეინიციირებინა და დავაინიციირეთ კიდევაც“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები