გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული: თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც ჩართულები არიან სამაშველო ღონისძიებებში
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეულ ვითარებაში მიმდინარე სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჩართულობაზე ისაუბრა.
„თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც ჩართულები არიან სამაშველო ღონისძიებებში. ხდება მათ მიერ სპეციალური თოვლმავალი საშუალებებით გადაადგილება ისეთ სოფლებში და ადგილებში, სადაც ჯერჯერობით, სხვა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება არის შეუძლებელი”, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.