დავით შერაზადიშვილი: კონსტრუქციულ თანამშრომლობას ყოველთვის მოაქვს შედეგი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი
ბოლნისის ბიუროში ფონდი „მონაგარი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს დაბა კაზრეთში არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს ხშირი კომუნიკაცია და არაერთ საკითხზე გვქონია თანხვედრა. მოხარული ვარ, რომ ყველა შეხვედრის შემდეგ საჭიროებების ჩამონათვალი მცირდება, რაც იმის დასტურია, რომ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ყოველთვის მოაქვს შედეგი.
ფონდში გაერთიანებულია ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც არსებულ ვითარებას ობიექტურად აფასებენ და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ცდილობენ ჩვენამდე მოიტანონ დაბის დღის წესრიგში მდგარი საკითხები”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.