დავით შერაზადიშვილმა ბოლნისში მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, ტეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა.

შერაზადიშვილის თქმით, მიზანი მოქალაქეებისთვის პირობების გაუმჯობესებაა.

„თანამოქალაქეებისგან მოვისმინე ინდივიდუალური და საერთო საჭიროებები. ტრადიციულად, ერთობლივად ვიმსჯელეთ გამოწვევების დაძლევის გზებზე.
ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს გავუუმჯობესოთ პირობები. მათთან უწყვეტი კომუნიკაცია, საკითხების გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები