“საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არ დაუწესებდა სანქციებს არცერთ სხვა ქვეყანას, აქ საუბარი იყო ეკონომიკური ხასიათის სანქციებზე” – ვახტანგ ჩოჩია

“საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არ დაუწესებდა სანქციებს არცერთ სხვა ქვეყანას, აქ საუბარი იყო ეკონომიკური ხასიათის სანქციებზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ვახტანგ ჩოჩია აცხადებს.

“საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ იგი არ დაუწესებდა სანქციებს არცერთ სხვა ქვეყანას, აქ საუბარი იყო ეკონომიკური ხასიათის სანქციებზე, ვინაიდან, პირველ რიგში ის უარყოფით შედეგს მოიტანდა უშუალოდ საქართველოსთვის და ვერანაირი ქმედითი გავლება ვერ ექნებოდა რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, ჩვენ შევუერთდით პოლიტიკურ სანქციებს, ჩვენ 600 რეზოლუციაზე მეტს მოვაწერეთ ხელი და ასევე, თანაინიციატორი ვიყავით რამდენიმე რეზოლუციის. ასევე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შუამდგომლობა დააყენა საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ და შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით უკრაინელი ხალხის გვერდით”, – აღნიშნავს ჩოჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები