ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებით, 224 ოჯახს ერთჯერადი დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებით, 224 ოჯახს ერთჯერადი დახმარება გაეწია. – ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფულადი დახმარება მიიღო მრავალშვილიანმა (ოთხი და მეტი შვილი) და 18 წლამდე შშმ პირების ოჯახებმა.
,,აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი 18 წლამდე შშმ პირების, ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებს ფულადი თანხით ყოველთვიურად ეხმარება, წელიწადში ერთხელ ფინანსდებიან სტაციონარული პროგრამით. ასევე ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულზე სარგებლობენ დახმარებით.
მათ აქვთ შეღავათები, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი აირის გადასახადზე.
აღნიშნული სოციალური პროგრამა რამდენიმე წელია რაც მოქმედებს. მისი მიზანია შშმ პირების და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და მორალური მხარდაჭერა და რაც მთავარია, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები