ონის მერია: მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო შექმნილი პრობლემების მოგვარება აქტიურად მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები) გამო შექმნილი პრობლემების მოგვარება აქტიურად მიმდინარეობს. – ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
,,უხვი ნალექის შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი ალპანა მამისონის 117-119 /კმ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა, რამაც გარე სამყაროს მოწყვიტა სამი ადმინისტრაციული ერთეული: გლოლა, ღები, ჭიორა.
მუნიციპალიტეტის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების წმენდის სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ამ დროისთვის პრობლემური გზის მონაკვეთი აღდგენილია და გადაადგილება შესაძლებელია.
ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, მათი მხრიდან პრობლემების აღმოსაფხვრელად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს”,- წერია ინფორმაციაში.