გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება „მტკვარი ჰესის“ საქმეზე სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე წარუდგინა.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.