ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები,”- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
ბორჯომის მერიის ცნობით, სამუშაოებში ჩართულია სპეციალური ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი. ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა საუბნო გზებზე.