გორში უამინდობის გამო, ინტენსიურად მუშაობს კეთილმოწყობის სააგენტო
„უამინდობის გამო მესამე დღეა გორში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს კეთილმოწყობის სააგენტო,”- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, საავტომობილო გზებზე მუშაობს შესაბამისი სპეცტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. ღამის საათებში დაწყებული სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
„ქალაქში უამინდობის დასრულებამდე აღნიშნული სამუშაოები შესაბამისი ინტენსივობით გაგრძელდება, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.