ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა დიასამიძის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მისივე ცნობით, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვა უწყებების სპეციალური ტექნიკა.
“გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა ხორციელდება როგორც ცენტრალურ, ასევე – შიდა საუბნო გზებზე. საჭიროების მიხედვით სამუშაოებში ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურები.
ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენას “ენერგო პრო ჯორჯია” უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს.
შპს “ხელვაჩაურის წყალი”-ს საავარიო ბრიგადები დროულად ასრულებენ დაზიანებული მილების შეკეთებას.
ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში პრობლემა არ შეინიშნება და მოსახლეობა სრულად არის უზრუნველყოფილი გაზის მიწოდებით”, – წერს ზაზა დიასამიძე სოციალურ ქსელში.