ბათუმის საკრებულოს წევრი, რიჩარდ სირაბიძე ახალგაზრდებთან ერთად გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ – რიჩარდ სირაბიძე აჭარაში უამინდობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
სირაბიძე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ახალგაზრდები გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობენ.
საკრებულოს წევრი, ასევე, მადლობას უხდის ბათუმის მერიას გაწეული სამსახურისთვის.
„ახალგაზრდები ქალაქის სიყვარულში.
ბათუმის მერია/Batumi City Hall – ყველაზე დიდი მადლობა თქვენ!“, – წერს რიჩარდ სირაბიძე.