“FARA ყველაზე კარგად უზრუნველყოფს უცხოურ ჩარევებს ნებისმიერ ქვეყანაში და ასეთი სტანდარტი არის ყველაზე კარგი” – ბოჟაძე

“FARA ყველაზე კარგად უზრუნველყოფს უცხოურ ჩარევებს ნებისმიერ ქვეყანაში და ასეთი სტანდარტი არის ყველაზე კარგი. სწორედ FARA, საუკუნეა, უზრუნველყოფს ამერიკის დაცვას გარე ჩარევებისგან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.

“რაც შეეხება მედია სტანდარტებს, აქაც ჩვენ ვხედავთ იმ ჰიბრიდული ომის არაერთ მაგალითს, საინფორმაციო ომს, დეზინფორმაციულ ნიაღვარს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით და ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა იცით თქვენ, რომ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად ხდება მნიშვნელოვანი”, – განმარტავს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები