მედია: აშშ და უკრაინა ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეულის გარიგებასთან ახლოს არიან

აშშ და უკრაინა ახლოს არიან ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეულის გარიგებასთან, რომელშიც აშშ გამოთქვამს სურვილს, შეინარჩუნოს უკრაინა „თავისუფალი, სუვერენული და უსაფრთხო”,- ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

Axios-ის ცნობით, წიაღისეულის შეთანხმების პროექტი გამოხატავს სურვილს, უკრაინა დარჩეს თავისუფალი, მაგრამ ის არ შეიცავს რაიმე სამხედრო ვალდებულებას აშშ-სგან. შეთანხმება შეიცავს რამდენიმე პუნქტს.

“შეთანხმების პროექტის მიხედვით შეიქმნება უკრაინის “რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი”, რომელსაც აშშ და უკრაინა ერთობლივად უხელმძღვანელებენ; ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები, სტაბილური და ეკონომიკურად გაძლიერებული უკრაინის განვითარების მხარდასაჭერად; ფონდი შეიმუშავებს უკრაინაში სხვადასხვა პროექტებში ინვესტირების და ინვესტიციების მოსაზიდად განვითარების გაზრდის მექანიზმებს, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამთო მიმართულება და პორტები; აშშ აინაზღაურებს თავის ხარჯებს, რომელიც გამოყო „უკრაინის დასაცავად, აღდგენისა და განვითარებისთვის”,- წერს გამოცემა.

როგორც მედია იუწყება, კანონპროექტით, უკრაინა შემოსავლების 50%-ს (გამოკლებული საოპერაციო ხარჯები) „მოპოვებული მასალებიდან“ – მათ შორის წიაღისეული, ნავთობი და გაზი – ფონდში ჩარიცხავს.

თუმცა, მედიის ცნობითვე, აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები არ გვთავაზობს უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები