მᲐᲙᲐ ᲑᲝᲭᲝᲠᲘᲨᲕᲘᲚᲛᲐ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲐ ᲬᲛᲘᲜᲓᲐ ᲡᲐᲧᲓᲠᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲔᲑᲗᲐᲜ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲓᲘᲕᲐᲜᲗᲐᲜ ᲐᲠᲥᲘᲔᲞᲘᲡᲙᲝᲞᲝᲡ ᲞᲝᲚ ᲠᲘᲩᲐᲠᲓ ᲒᲐᲚᲐᲰᲔᲠᲗᲐᲜ
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანთან, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერთან.
საუბარი შეეხო საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს. ხაზი გაესვა ორმხრივი ვიზიტების დინამიკას.
აღინიშნა, რომ წმინდა საყდარს ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა საქართველოში ევროპული ღირებულებებისა და ცოდნის გავრცელების კუთხით.
მაკა ბოჭორიშვილმა წმინდა საყდრის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს.
მინისტრი დაინტერესდა პაპი ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობით, ხაზი გაუსვა მის მნიშვნელოვან ღვაწლსა და როლს მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და გამოჯანმრთელება უსურვა.