თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაშვებულია სახელმწიფო დროშები, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები