ტრამპი – “მინერალების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის ზელენსკის მალე შევხვდები”
მე შევხვდები ზელენსკის, შეიძლება ეს მოხდეს ამ კვირაში ან მომდევნო კვირაში, მინერალების ხელშეკრულების ხელმოწერისას,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ეს შეთანხმება, რომელიც წარმოადგენს „ეკონომიკურ პარტნიორობას“, უზრუნველყოფს, რომ ამერიკელმა ხალხმა დაიბრუნოს ათობით მილიარდი დოლარი და სამხედრო ტექნიკა, რომელიც უკრაინას გადაეცა, ხოლო ამავე დროს დაეხმარება უკრაინის ეკონომიკის ზრდას, როდესაც ომი დასასრულს მიუახლოვდება.
“გარიგებაზე მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმების მიღებასთან, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიბრუნებთ ჩვენს ფულს. ჩვენ 350 მილიარდი დოლარი გვაქვს ჩადებული და სანაცვლოდ არაფერი არ მიგვიღია. უკრაინას ვეხმარები ისე, როგორც არასდროს არავინ არ დახმარებია“ – აცხადებს დონალდ ტრამპი მაკრონთან შეხვედრაზე.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან მსხვილი ეკონომიკური განვითარების პროექტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“იმავდროულად, მე სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ომის დასრულებისა და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მსხვილი ეკონომიკური განვითარების პროექტებთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს!”, – აცხადებს დონალდ ტრამპი.