ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც ამერიკის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას შეუერთდა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

“საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც ამერიკის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას შეუერთდა. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ თანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელსაც ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგაც მუდამ მივყვებოდით, რომ საჭირო არის, რაც შეიძლება სწრაფად ამ ომის დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ომს ყველაზე უფრო დიდი ზიანი სწორედ უკრაინისთვის მოაქვს”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები