ვოლსკი – რუსეთ-უკრაინის ომზე: მთავარი თემა არის მშვიდობის დამყარება, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს
“მთავარი თემა არის მშვიდობის დამყარება, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
“რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ამას თქმა არ უნდა? იქ რუსეთს ჰქონდა დამატებული, გარკვეული წინაპირობები ჰქონდა მის შეჭრას, ამ საკითხთან დაკავშირებით ლაპარაკი მიდის, თავისი პოზიცია აქვს ამერიკის ადმინისტრაციას, ევროპას, მაგრამ მთავარი თემა არის მშვიდობის დამყარება, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ამ საკითხებთან დაკავშირებით როგორც ერთი, ასევე მეორე რეზოლუცია მტკიცე პოზიციას გამოხატავს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.