“დარეგისტრირებულია ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით თარგმანი, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან” – შალვა პაპუაშვილი

„ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არის საქართველოს კანონის პროექტი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, პაკეტი, არსი არის იმაში, რომ არის ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით, მძიმე-წერტილით თარგმანი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, შემდეგ უკვე, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება მისი შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან.

“თუმცა, ამით ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდა ხოლმე ქართულ კანონებთან დაკავშირებით, ამით დასრულებულია. არის კანონპროექტი, რომელიც არის სიტყვასიტყვითი თარგმანი. ყველა სიტყვა, ყველა ტერმინი, ყველა მძიმე, ყველა წერტილი არის იდენტური აშშ-ში მოქმედი კანონისა და საზოგადოება, დაინტერესებული პირები ე.წ. თრექჩეინჯით შეუძლიათ, დააკვირდნენ, რა შეიცვლება ამ კანონში. ამიტომ, ნებისმიერი სპეკულაცია თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც რაიმე საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება. ამიტომ, გთხოვთ გადაწყვეტილებას, რომ გადავცეთ სამსჯელოდ უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და შესაბამისად უკვე მოხდება ამ კანონპროექტზე მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები