თურქეთის პრეზიდენტი: ჩვენ მთელი ძალით გავაგრძელებთ მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად
რუსეთ-უკრაინის ომის მე-3 წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი, როგორც ქვეყანა და ერი, მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით დგანან.
პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა უკრაინელების ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს სიცოცხლე ბოლო სამი წლის განმავლობაში .
„2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, თურქეთმა გადამწყვეტი დახმარება გაუწია უკრაინის სამართლიან საკითხს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად. ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ“,- აღნიშნა მან.
ერდოღანმა თქვა, რომ ომის დიპლომატიაზე, დიალოგსა და მოლაპარაკებებზე დაფუძნებული მიდგომები სულ უფრო მატულობს.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი იქნება კონფლიქტების დასრულებისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების დასაწყისი.
გასულ კვირას, ჩვენ ასევე განვიხილეთ ბ-ნ ზელენსკისთან, თუ რა წვლილი შეუძლია შეიტანოს თურქეთმა ამ მნიშვნელოვან მომენტში და გამოვთქვით მოლაპარაკებების მასპინძლობის სურვილი. ჩვენ ყველას გვაქვს მნიშვნელოვანი მოვალეობები, რომ მომავალ წელს აღვნიშნოთ მშვიდობის და არა ომის წლისთავი. როგორც თურქეთი, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მთელი ძალით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად. ამ ფიქრებით, მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ 2025 წელი იქნება მშვიდობის დამყარების წელი”,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.